ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2023 წლის 4 აპრილი დაბა ადიგენი |
|
1.ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესი (შემდგომში –წესი) განსაზღვრავს მესაკუთრის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლისა და ამ წესის დარღვევისას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –ზედამხედველობის სამსახურის მოქმედების სფეროს.
2. წესის მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
3. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ შინაური ცხოველები: ძაღლი და კატა.
1. ძაღლისა და კატის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესი:
ა) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის ყოლამ და მოვლა-პატრონობამ არ გამოიწვიოს დასახლებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დისკომფორტის შექმნა, რაც გამოიხატება ცხოველის მიერ აგრესიულ ქცევაში;
ბ) დაიცვას სანიტარიული ზედამხველობა;
გ) ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე;
დ) დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება/საზოგადოებრივ სივრცეებში ცხოველის უმეთვალყურეოდ მიტოვება;
ე) მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
ვ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა;
ზ) აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა;
თ) ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს დასუფთავება;
ი) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო – ვეტერინარულ დაწესებულებას საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის, ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარულ- სამკურნალო დაწესებულებას ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;
კ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ცხოველის დაავადების შესახებ აცნობოს ვეტერინარულ კლინიკას;
ლ) ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინება დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ და სხვა).
2. აკრძალულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, ან სკვერში ძაღლის საბმელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა.
დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლისა და კატის) და მათი ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:
1. განახორციელოს პროგრამები და პროექტები ამ წესის პოპულარიზაციისათვის;
2. აქტიურად ითანამშრომლოს ცხოველთა დაცვის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო სექტორთან, დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მოსახლეობის მ.შ. მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას ცხოველების მიმართ.
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლის შესაბამისად.
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.
3.ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შინაური ცხოველების ძაღლისა და კატის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.04.2023. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.137.016641.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.06.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, №19, 04.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016641 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5772407/