ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლის, კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2021 წლის 11 ივნისი დაბა ასპინძა |
|
ცხოველების (ძაღლის, კატის ) ყოლის წესი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ძაღლის და კატის ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტში, დაბა ასპინძის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე სკვერებში და კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლისა და მოვლა-პატრონობის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
წესის მიღების მიზანია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლებისა და კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს, იყიდოს, იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან ან ქუჩიდან, მიიღოს მემკვიდრეობით ან ანდერძით, ცხოველი ემოციური, ესთეტური ან პრაქტიკული მიზნებისათვის, იყოლიოს იგი იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე.
2. მეპატრონე ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება, კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, საძილე ადგილის გამოყოფა, მოწყობა, დათბუნება, ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებასთან. ასევე, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა მოახდინოს შესაბამისი პირობების (საბმელის, ალიკაპის) დაცვით;
ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფ პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;
გ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველების მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება.
დ) მოახდინოს წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება და სავალდებულო ვაქცინაცია;
ე) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა.
დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისა და მათი ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:
1. განახორციელოს პროგრამები და პროექტები ამ წესის პოპულარიზაციისათვის;
2. აქტიურად ითანამშრომლოს ცხოველთა დაცვის სახელწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო სექტორთან, დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მოსახლეობის მ.შ. მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას ცხოველების მიმართ.
მუხლი 7. სამართლებრივი რეგულირება
1. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი შესაბამისი მუხლებით.
2. შინაურ ცხოველებთან (ძაღლი,კატა) დაკავშირებული საკიხები, რომელსაც არ აწესრიგებს ეს დადგენილება რეგულირდება საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.