სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.11.2009 ბოლო ცვლილება 29.11.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 13/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის (2009 წლის 10 აგვისტოს საქართველოს კანონი №1588-რს) 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია დანართის შესაბამისად, მათ მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების აღიარების მიზნით.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

დანართი

სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია

1. სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ევროპის წამლების სააგენტო (EMEA – European Medicines Agency).

2. შემდეგი ქვეყნების ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები:

ა) ავსტრალიის თანამეგობრობა;

ბ) ავსტრიის რესპუბლიკა;

გ) ამერიკის შეერთებული შტატები;

დ) ახალი ზელანდია;

ე) ბელგიის სამეფო;

ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა;

ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

თ) დანიის სამეფო;

ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;

კ) ესპანეთის სამეფო;

ლ) ესტონეთის რესპუბლიკა;

მ) იაპონია;

ნ) ირლანდია;

ო) ისლანდიის რესპუბლიკა;

პ) იტალიის რესპუბლიკა;

ჟ) კანადა;

რ) კვიპროსის რესპუბლიკა;

ს) კორეის რესპუბლიკა;

ტ) ლატვიის რესპუბლიკა;

უ) ლიტვის რესპუბლიკა;

ფ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;

ქ) მალტის რესპუბლიკა;

ღ) ნიდერლანდების სამეფო;

ყ) ნორვეგიის სამეფო;

შ) პოლონეთის რესპუბლიკა;

ჩ) პორტუგალიის რესპუბლიკა;

ც) რუმინეთი;

ძ) საბერძნეთის რესპუბლიკა;

წ) საფრანგეთის რესპუბლიკა;

ჭ) სლოვაკეთის რესპუბლიკა;

ხ) სლოვენიის რესპუბლიკა;

ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა;

ჰ) ფინეთის რესპუბლიკა;

ჰ1) შვედეთის სამეფო;

ჰ2) შვეიცარიის კონფედერაცია;

ჰ3) ჩეხეთის რესპუბლიკა.