„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2019 წლის 31 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

 

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016322)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის –  სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ –  სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია „სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“.

3.   სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს   სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი  ან ამავე სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელე.

4.  განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის  დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

5. განყოფილების  უფროსი:

ა) წარმართავს  განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს მერის, მერის პირველი მოადგილის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოთა შესრულების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმის წარმოებას;

ზ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მერიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე

7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19  მუხლით.

8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონისა და მერიის დებულების  შესაბამისად.“.

2. დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის  მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

ე) სპორტისა და  კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას;

ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ზ)   ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის,  შემოქმედებითი  საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას.“.

3. დებულებას დაემატოს 31 მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის მონიტორინგი;

ბ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

გ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

დ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.

ე) ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარება და ხელშეწყობა  ამ მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი