დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2017 წლის 8 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19 მუხლით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ი) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
კ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;
მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ნ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, აღრიცხვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ემუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N30 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016164).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართიდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის ტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.