მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2019
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 13.08.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2019 წლის 31 იანვარი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლი პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016374, 21/11/2017წ).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31–ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებებს.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ, მუდმივ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს.
მუხლი 2🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
1. აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას.
თავი II. აპარატის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს.
მუხლი 5🔗.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
თავი III. აპარატის მეორადი სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები
მუხლი 6🔗.
იურიდიული განყოფილება
1. იურიდიული განყოფილება:
ა) სამართლებრივ მომსახურებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს თანამდებობის პირებს;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ინიცირების წესით წარმოდგენილი პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რედაქტირებას;
გ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების ვიზირებას;
დ) მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
ე) აკონტროლებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების წარმოებას;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით საკრებულოს საქმისწარმოების პროცედურების განხორციელებას;
თ) უზრუნველყოფს აპარატის უფროსისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას საქმისწარმოების პროცედურებთან, დოკუმენტირების სტანდარტებთან და დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით;
ი) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
კ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ლ) ახორციელებს საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავებას, ანალიზს და მათზე პასუხების მომზადებას;
მ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და საკრებულოს კომისიებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ნ) უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
საორგანიზაციო განყოფილება
1. საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას, საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებასთან შეთანხმებით (ვიზირებით);
ზ) ახორციელებს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის დამუშავებას, ანალიზს და მათზე პასუხების მომზადებას;
თ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
ი) უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
1. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნას, შენახვას და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებასთან შეთანხმებით (ვიზირებით);
გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობას – მონაცემთა ატვირთვა/განახლებას საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა შესახებ;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის დამუშავებას, ანალიზს და მათზე პასუხების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამშრომლობას საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV. აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 9🔗.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი (შემდგომ – აპარატის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის შრომის შინაგანაწესის პროექტს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად.
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 10🔗.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელე – განყოფილების უფროსი (შემდგომ – განყოფილების უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულებისა და მასში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელეების მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისა და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
თავი V
აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები
მუხლი 11🔗.
აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.