წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2019 წლის 4 თებერვალი ქ. წალკა |
|
1. სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. წალკის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და უდრის 0,24-ს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელi კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 40-ს; 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. წალკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთ) კვადრატულ მეტრზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის: ა) დაბებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.104 ლარს; ბ) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.662 ლარს; გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 25% ოდენობით და იგი შეადგენს 0.552 ლარს; დ) წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 1.104 ლარს. |