საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.02.2019
ძალაში შესვლა 08.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №18/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2019
matsne.gov.ge 1,765 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2019 მიღება
08.02.2019 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
ლიზინგის საგნის ღირებულება
მიმწოდებელთან გაფორმებული ლიზინგის საგნის ნასყიდობის ან სხვაგვარად მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის საგნის ღირებულება ან განმეორებითი ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის საგნის ღირებულება. ლიზინგის საგნის ღირებულებაში დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის გამცემი საგადასახდო კანონმდებლობის შესაბამისად ვერ ახდენს აღნიშნული გადასახადის ჩათვლას
მუხლი 2
ლიზინგის დაფინანსების თანხა
ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე
მუხლი 2
კაპიტალიზირებადი დანახარჯები
ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების მიერ სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლის გათვალისწინებაც ხდება ლიზინგის საგნის თვითღირებულებაში და რომელიც არ იარსებებდა ლიზინგის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში
მუხლი 2
ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხა
ლიზინგის დაფინანსების თანხის დარჩენილი ნაწილი მიმდინარე თარიღისათვის ლიზინგის მიმღების მხრიდან ლიზინგის გამცემის მიმართ განხორციელებული გადახდების შემდეგ
მუხლი 2
სალიზინგო საზღაური
ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს. თუ ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის საგანი დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს, ამ შემთხვევაში ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნების თარიღისთვის სალიზინგო საზღაური გამოითვლება ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხისა და ამავე თარიღისათვის გადასახდელი ფინანსური ხარჯების ჯამით
მუხლი 2
სარგებელი
ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რომელიც ერიცხება  ლიზინგის დაფინანსების თანხას
მუხლი 2
ფინანსური ხარჯი
ხარჯი, რომელიც გაითვალისწინება ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში, ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში
მუხლი 2
ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, ლიზინგის მიმღების მიერ ამ ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით
მუხლი 2
პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი
ლიზინგის საგნის ფასი, რომელსაც სხვა თანაბარ პირობებში ლიზინგის მიმღები გადაუხდიდა ლიზინგის საგნის მიმწოდებელს ლიზინგის ხელშეკრულების გარეშე შეძენის შემთხვევაში
მუხლი 2
ლიზინგის რესტრუქტურიზაცია
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით
მუხლი 2
ლიზინგის ვადის გაგრძელება
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული საზღაურების გადახდის გრაფიკის ვადის გაზრდა
მუხლი 2
ლიზინგის რეფინანსირება
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის დაფარვა ახალი ლიზინგის ხელშეკრულების დადების გზით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 82% 04.01.2018 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 81% 27.08.2018 ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 26.12.2014 სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 80% 29.03.2024 სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 80% 12.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №18/04 2019 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 8 თებერვლიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის პრინციპებს ლიზინგის ხელშეკრულებებისთვის. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1.  ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლიზინგის საგნის ღირებულება – მიმწოდებელთან გაფორმებული ლიზინგის საგნის ნასყიდობის ან სხვაგვარად მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის საგნის ღირებულება ან განმეორებითი ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის საგნის ღირებულება. ლიზინგის საგნის ღირებულებაში დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის გამცემი საგადასახდო კანონმდებლობის შესაბამისად ვერ ახდენს აღნიშნული გადასახადის ჩათვლას; ბ) ლიზინგის დაფინანსების თანხალიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე; გ) კაპიტალიზირებადი დანახარჯები – ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების მიერ სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლის გათვალისწინებაც ხდება ლიზინგის საგნის თვითღირებულებაში და რომელიც არ იარსებებდა ლიზინგის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში;   დ) ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხა – ლიზინგის დაფინანსების თანხის დარჩენილი ნაწილი მიმდინარე თარიღისათვის ლიზინგის მიმღების მხრიდან ლიზინგის გამცემის მიმართ განხორციელებული გადახდების შემდეგ; ე) სალიზინგო საზღაური – ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს. თუ ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის საგანი დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს, ამ შემთხვევაში ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნების თარიღისთვის სალიზინგო საზღაური გამოითვლება ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხისა და ამავე თარიღისათვის გადასახდელი ფინანსური ხარჯების ჯამით; ვ) სარგებელი – ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რომელიც ერიცხება  ლიზინგის დაფინანსების თანხას; ზ) ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც გაითვალისწინება ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში, ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში; თ) ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, ლიზინგის მიმღების მიერ ამ ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით; ი) პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი – ლიზინგის საგნის ფასი, რომელსაც სხვა თანაბარ პირობებში ლიზინგის მიმღები გადაუხდიდა ლიზინგის საგნის მიმწოდებელს ლიზინგის ხელშეკრულების გარეშე შეძენის შემთხვევაში; კ) ლიზინგის რესტრუქტურიზაცია – ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით; ლ) ლიზინგის ვადის გაგრძელება – ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული საზღაურების გადახდის გრაფიკის ვადის გაზრდა; მ) ლიზინგის რეფინანსირება – ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის დაფარვა ახალი ლიზინგის ხელშეკრულების დადების გზით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ფინანსური ხარჯი 1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ლიზინგის გამცემის  მიერ და წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის მიღების, შენარჩუნების, ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადაცემასთან ან ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ: ა) სარგებელი; ბ) მომსახურებაზე ლიზინგის გამცემის  მიერ დაწესებული გადასახდელები; გ) ლიზინგის გამცემის  მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი; დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი; ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი; ვ) სანოტარო ხარჯი; ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური; თ) გადასახდელი, რომელსაც ლიზინგის მიმღები უხდის მესამე პირს ლიზინგის საგნით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულების დასრულების და ლიზინგის ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას. ამ გადასახდელებში არ გაითვალისწინება ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისთვის დაწესებული საფასური; ი) სხვა, მათ შორის, მესამე პირების პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობა წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან ლიზინგის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ ფაქტობრივ ვალდებულებას; კ) ლიზინგის გამცემის  მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი, როცა ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩადებული ამ პირობის შესრულება არ მოითხოვება ცალსახად ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შემდეგ, არამედ შესაძლებელია ამ პირობის შესრულების მოთხოვნა/შემოწმება განხორციელდეს ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემამდეც; ლ) ლიზინგის გამცემის მხრიდან ლიზინგის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები, როცა ლიზინგის შინაარსი/ბუნება აღნიშნული პირობით მომსახურებას ისედაც ითვალისწინებს; მ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ლიზინგის გამცემმა შეიტყო ლიზინგის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ხარჯს ლიზინგის მიმღები უხდის მესამე პირს და ლიზინგის გამცემს არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ლიზინგის გამცემმა ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის მიმღების მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ლიზინგის გამცემს წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებული უნდა იქნეს მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე. 4. ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის გარეშე თავად განახორციელებდა ლიზინგის საგნის შეძენას ან/და რომელთა გადახდაც მოსალოდნელია ლიზინგის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის საგნის ღირებულება აღემატება ამავე ქონების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასს, აღნიშნული დადებითი სხვაობა ფასებს შორის უნდა მიეკუთვნოს ფინანსურ ხარჯს. მუხლი 4🔗. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების პრინციპი 1. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის საჭიროა ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადახდების დღევანდელი ღირებულება გაუთანაბრდეს ლიზინგის დაფინანსების თანხას. იგი გამოისახება წლიური პროცენტით და გაიანგარიშება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგზე გაწეული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: 2. გამოყენებულ აღნიშვნათა განმარტება: ა) k – ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის რიგითი ნომერი; ბ) k’ – სალიზინგო საზღაურის რიგითი ნომერი; გ) Ak – k რიგითობით გაცემული ლიზინგის დაფინანსების თანხა; დ) A’k’ – k’ რიგითობის შესაბამისი სალიზინგო საზღაური; ე) Σ- ჯამის ნიშანი; ვ) m – ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემების საერთო რაოდენობა; ზ) m’ – სალიზინგო საზღაურების საერთო რაოდენობა; თ) tk – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, ლიზინგის დაფინანსების პირველ რიგობით გაცემასა და შემდგომ გაცემებს შორის – მეორედან – m -მდე; ი) tk’ – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, ლიზინგის დაფინანსების საწყის თარიღსა და სალიზინგო საზღაურის გადახდებს შორის – პირველიდან – m’-მდე; კ) i – ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. 3. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დაშვებები: ა) თუ სალიზინგო საზღაურის გადახდების ფიქსირებული პერიოდი არ არის მითითებული, ლიზინგის ხანგრძლივობად დაიშვება ერთი წელი და გადახდების სქემად ყოველთვიური გადახდის სქემა; ბ) თუ სალიზინგო საზღაურის გადახდის თარიღები ფიქსირებულია და თითოეული გადახდის ოდენობა შესაძლოა იყოს განსხვავებული გარკვეული მინიმალური ლიმიტით, დაიშვება, რომ ლიზინგის მიმღები ახორციელებს მინიმალური შესაძლო თანხის შეტანას თითოეული თარიღისათვის; გ) სარგებლის სახით ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ლიზინგის სარგებელი მუდმივია და უტოლდება ლიზინგის  ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შეთანხმებულ სარგებელს; დ) თუ ლიზინგის ხელშეკრულება სარგებლის და/ან სხვა ფინანსური ხარჯების სახით ითვალისწინებს განსხვავებულ განაკვეთებს სხვადასხვა პერიოდებისთვის და/ან სხვადასხვა პირობებისათვის და/ან ლიზინგის ხელშეკრულებით შეთანხმებულია სხვადასხვა შესაძლო პირობა ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება უნდა მოხდეს იმ დაშვებით, რომლითაც მიიღება აღნიშნული განაკვეთის ყველაზე მაღალი შესაძლო მნიშვნელობა. 4. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ მხარეები დროულად ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მის გამოთვლაში არ გაითვალისწინება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის ხარჯები ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა. 5. ლიზინგის დაფინანსების საწყის თარიღს წარმოადგენს მიმწოდებელთან გაფორმებული ლიზინგის საგნის ნასყიდობის ან სხვაგვარად მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადების თარიღს, ლიზინგის ხელშეკრულების დადების თარიღს და ლიზინგის ხელშეკრულებით შეთანხმებულ საწყის თარიღს შორის ყველაზე უფრო გვიანდელი თარიღი, ხოლო თუ ლიზინგის საგნის მესაკუთრე თავად ლიზინგის გამცემია – ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებასა და ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების სარგებლობაში გადაცემის თარიღებს შორის ყველაზე გვიანდელი. 6. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ წელიწადში არის 365 დღე, ხოლო ნაკიან წელიწადში 366 დღე. მუხლი 5🔗. საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი 1. ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო ლიზინგის მიმღებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. 2. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება ლიზინგის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ლიზინგის რეფინანსირების ან ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის/ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. 3. ლიზინგის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, ლიზინგის სარგებლისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), ლიზინგის  ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო ლიზინგის მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. აღნიშნული 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშება მოხდება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ვადაგადაცილების დაწყების დღიდან და არ გაითვალისწინება ამ დღემდე გათვალისწინებული/დაკისრებული ნებისმიერი საკომისიო, ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (მათ შორის, ისეთი ხარჯები, რაც შესულია ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), ლიზინგის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო ლიზინგის მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლო ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია, ამასთან  აღნიშნული 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშებისას, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხას წარმოადგენს ლიზინგის ვადაგადაცილების დაწყების დღეს არსებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხა და ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის ცვლილება არ გაითვალისწინება. 4. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხაში არ გაითვალისწინება ლიზინგის ვადის გადაცილებისას ლიზინგის ვადის გაგრძელების, ლიზინგის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით) ან/და ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის ნაზარდი, ხოლო ლიზინგის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა ლიზინგის რესტრუქტურიზაციის, ლიზინგის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით) ან/და ვადის გაგრძელების გზით. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ლიზინგის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად ლიზინგის რესტრუქტურიზაცია, ლიზინგის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით)  და ვადის გაგრძელება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღებმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები. თუ ლიზინგის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრა ხდება ლიზინგის რესტრუქტურიზაციის, ლიზინგის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით)  და ვადის გაგრძელებისას, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხაში არ გაითვალისწინება ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის ნაზარდი (სხვაობა ლიზინგის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრის შემდეგ არსებულ ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხასა და ლიზინგის ვადის გადაცილების დღეს არსებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხას შორის). 5. ლიზინგის გამცემს ეკრძალება, მის მიერ გაცემული ლიზინგის რეფინანსირების შემთხვევაში ან ლიზინგის მიმღების მიერ საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ წინსწრებით, ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში ლიზინგის მიმღებს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის 2 პროცენტს აღემატება.