შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/25206-18
განჩინება
საქართველოს სახელით
2019 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
1. მოვალე – შპს ,,საუკეთესო”.
დირექტორი – ინგა თხილავა.
2. კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – მერაბ წირქვაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,საუკეთესოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.
„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 7-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად , კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კი კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე.
2019 წლის 11 იანვრის კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭო დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: ფიქრია კოღუაშვილი (პ/ნ 53001019625), ნანა ყუფუნია (პ/ნ 62005005213) და მანო ყუფუნია (პ/ნ 62005005214).
2019 წლის 31 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს ,,საუკეთესოს ” მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,საუკეთოს ” კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 25 თებერვალს , 11:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. : დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე