ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.02.2019
ძალის დაკარგვა 05.03.2020
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.138.016378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | ცენტრალური ზონა |
| 2 | შუალედური ზონა |
| 3 | პერიფერიული ზონა |
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,45 | 0,7 |
| 0,28 | 1 |
| № | ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2019 წლის 18 თებერვალი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 2-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორის ზონირება დანართი 3-ის მიხედვით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №20 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
GN = IMG x ITL x G x K, სადაც:
ა) GN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა ) ცენტრალური ზონისათვის 1,3-ს,
გ.ბ) შუალედური ზონისათვის 1-ს,
გ.დ) პერიფერიული ზონისათვის 0,7-ს;
დ) G არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.
მუხლი 2🔗
1. პირველი მუხლის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ცენტრალური ზონა
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,45
1,3
0,24
100
14,04
შუალედური ზონა
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,45
1,0
0,24
100
10,8
პერიფერიული ზონა
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,45
0,7
0,24
100
7,56
მუხლი 3🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.
მუხლი 4🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.
მუხლი 5🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალციხეში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,56 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი ფასი.
დანართი №2
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ყველა დასახლების ზონირება უნდა ითვალისწინებდეს ერთ შუალედურ ზონას და უდრის 1,0-ს.
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 60-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,28
1
0,24
60
4,032
დანართი №3
ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება
№
ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
1
ცენტრალური ზონა
მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“-„ძველ ხიდამდე“-შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ. ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის,, ი. ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ. ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ. დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდიმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება-ქუჩები: ციხისძირის, ე. ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილი, თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „ საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა. ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი. წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის
1,3
2
შუალედური ზონა
ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება
1
3
პერიფერიული ზონა
„საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია
0,7