ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 17.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.138.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301004, 04/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 28 თებერვალი

ქ.ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          მ. გიქოშვილი

 

დანართი №1

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქალაქ ახალციხეში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს, ხოლო ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა. ცენტრალური ზონისათვის - 1,3 -ს,

გ.ბ. შუალედური ზონისათვის - 1-ს,

გ.დ. პერიფერიული ზონისათვის - 0,7-ს;

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 50-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,45

1,3

0,24

50

7,02

შუალედური ზონა

0,45

1

0,24

50

5,40

პერიფერიული ზონა

0,45

0,7

0,24

50

3,78

3. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,28

1

0,24

50

3,36

4. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს.

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს.

6. ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.

 

დანართი №2

 

ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

1

ცენტრალური ზონა

 

 

მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო ,,ახალი ხიდიდან” - ,,ძველ ხიდამდე” - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და ,,ხუთსართულიანი ” დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის).

1,3

2

შუალედური ზონა

1

 

რკინიგზის ცენტრალური ლიანდაგის სამხრეთით მდებარე ტერიტორია 9 აპრილის ქუჩის და , ახალი ხიდის“ გადაკვეთამდე, ,,რაბათის” დასახლება. (ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის, მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, სანაპიროს, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის ჯანაშიას, თამარაშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის).

 

3

პერიფერიული ზონა

0,7

 

ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება, ,,საბარგო სადგურის” დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, დავით აღმაშენებლის, ივ.ახალციხელის), 9 აპრილის ქუჩის და ,,ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, სომხური სასაფლაოს და ყოფილი ,,ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია.