⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.03.2023)
გაუქმებულია:

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2019
ძალის დაკარგვა 28.03.2023
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.149.016394
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 658 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2019 მიღება
28.03.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0.47 0.7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №5 2019 წლის 15 თებრვალი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის" თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დადგინდეს კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის შესაბამისად, თან ერთვის 1 (ერთი) ფურცლად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ კასპის ტერიტორიის ზონირება, დანართი №2-ის შესაბამისად. თან ერთვის 1 (ერთი) ფურცლად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  26/02/2018; 200140030.35.149.016359). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე დანართი №1 კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1.  ქალაქ კასპში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ კასპის ზონირების საფუძველზე შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K, სადაც: ა)   CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG არის ქალაქ კასპის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს; გ)   ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა)  ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ)  შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ)   პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ)   C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე)  K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 25-ს. 2.  პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ კასპში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN ცენტრალური ზონა 0.47 1.3 0.24 25 3.666 შუალედური ზონა 0.47 1 0.24 25 2.82 პერიფერიული ზონა 0.47 0.7 0.24 25 1.974 3. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.846 ლარს. 4.   კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.705 ლარს. 5.  კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 65 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,833 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი. დანართი №2 ქალაქ კასპის ზონების აღწერა ცენტრალური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1,3: გიორგი სააკაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთიდან ერეკლეს ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ქუჩა ე/წ წყალსაქაჩამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა წულუკიძის ქუჩისა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, ეფრემ მეორის ქუჩა. შუალედური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1: ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, 26 მაისის ქუჩა, პაატას ქუჩა, თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილის, სამთავისის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, ლესელიძის, ერეკლეს, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, კოტეტიშვილის, ნინოშვილის, მცხეთის, ერთაწმინდის, ყაზბეგის, შარიფაშვილის, წერეთლის, ფიროსმანის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წულუკიძის, ბახტრიონის, ვახუშტის, გელათის, 9 ძმის, დადიანის, კოჯრის, მშვიდობის, ბახტაძის, კოლხეთის, ცაგარელის, 9 აპრილის, იას, გოგებაშვილის, ბარნოვის, ასათიანის, ორბელიანის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ქვათახევის მოწამეთა, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, კრწანისის, ხოკრიშვილის, სარაჯიშვილის, ტოლსტოის, გამარჯვების, ფარნავაზის, სამების ქუჩები, გიორგი სააკაძის ქუჩა, ერეკლეს ქუჩის გადაკვეთიდან ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა გორის ქუჩის გადაკვეთიდან ე/წ რუქამდე, არსენა მარაბდელის ქუჩა, ქვათახევის ქუჩა, კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე. პერიფერიული ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 0,7: ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, კახეთის, აჭარის, თბილისის, ქართლის, ბორჯომის, მარაბდის, ვარძიის, თევდორეს, მაჩაბლის, კონსტიტუციის, მირიან მეფის, კელაპტრიშვილის, სანაპიროს, 300 არაგველის, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისიდან ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთამდე, გიორგი სააკაძის ქუჩა-ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, გრიშაშვილის, თავისუფლების გორგასლის ქუჩები, სოფ. მიქელწყარო, ხეთაგუროვი, შატბერაშვილი.