საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2019
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 10.10.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 05.06.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 17.08.2020 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 18.12.2015 საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 82% 27.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №86 2019 წლის 15  თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული საშენი მეურნეობა რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას)  და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. მუხლი 2🔗 სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სსიპ − ეროვნული საშენი მეურნეობის უფლებამონაცვლედ. მუხლი 3🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელოს: 1.  სსიპ −  ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. 2. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 4🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ − ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის, სსიპ − ეროვნულ საშენ მეურნეობაში დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა/გადანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე). მუხლი 5🔗 დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაცია დასრულდეს 2019 წლის 1 აპრილამდე. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე