საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №509 |
|
2020 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი |
2. სააგენტოს:
ა) ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ბ) დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).
2. სააგენტო განისაზღვროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაწესდეს გარდამავალი პერიოდი (შემდგომში − გარდამავალი პერიოდი). გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა (გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, დღიური) დაკავშირებული ხარჯებისა) დაევალოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს.
4. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:
ა) ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია;
ბ) სააგენტოს ხელმძღვანელს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მიეცეს უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მომუშავე შესაბამის თანამშრომელთა (შტატით ან ხელშეკრულებით დასაქმებული) უკონკურსოდ გადაყვანა (დანიშვნა) სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე.
5. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს სააგენტოს.
6. სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა.
7. საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისები გამოყენებულ იქნეს სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
8. დაევალოს სამინისტროს:
ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს დაფუძნებისა და სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც, საჭიროებისამებრ, უფლებამოსილია, გამოსცეს აქტები;
ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 17.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №509. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.022225.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“, №509, 17.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022225 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4966101/