„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-306 |
|
2019 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ :
„დ) მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი“.
„4. მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფზე, ტერიტორიული ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონაში, საქართველოს შიგა წყალსატევებში მეთევზეობისა და აკვაკულტურის კვლევა/მონიტორინგი, მათ შორის თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების მარაგების შეფასება, სარეწაო კვოტების/ლიმიტების განსაზღვრა, თევზჭერის ბადე-იარაღების და ხერხების ანალიზი, თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი;
ბ) აკვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის და ეკოლოგიური აკვაკულტურის) და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის თევზების, ზღვის ძუძუმწოვრების, ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის, თანამდევი წყლის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და მონიტორინგი;
დ) საქართველოს შიგა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, გუბურები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) თევზების, ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის, თანმდევი წყლის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და მონიტორინგი;
ე) ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ხელშეწყობა, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს ,,წითელი ნუსხის” განახლებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული ფონდების შევსება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და განახლება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვა;
ი) დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის განხორციელების მიზნით წარმოდგენილი განაცხადების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის ანგარიშების განხილვა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა წერილების, მომართვების, განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო შეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო, საკონსულტაციო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შესაბამისი პროფილის მქონე სახელმწიფო უწყებებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
„ყ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების კონტროლი;
შ) მრავალწლიანი ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზების ფორმირების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჩ) ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების გასაშვებად საჭირო გამოთვლითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
ც) რადარული და სატელიტური სიტემების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ძ) ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გეოსაინფორმაციო სისტემების დანერგვა და განვითარება;
წ) სივრცული გეოსაინფორმაციო ინფრასტრუქტურის (SDI – Spatial Data Infrastructure) შექმნა და განვითარება.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-306. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.023.016581.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2-306, 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016581 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4488911/