ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2019
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2019 წლის 20 თებერვალი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.
თავი I
სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები
სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები/ მოქალაქეები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახები;
ბ) ახლად დაბადებული ბავშვიანი ოჯახები;
გ) 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახები;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ე) დიდი სამამულო ომის ვეტერანები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირები, ასევე მათთან გათანაბრებული პირები;
ვ) დიდი სამამული ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები;
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები (0 - დან 65000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები);
თ) მარჩენალდაკარგული სტუდენტები;
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალწევრიანი ოჯახები.
მუხლი 2🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1. ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0 - დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში კანონიერმა წარმამომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
ვ) ერთ - ერთი მშობლის (დედა, მამა) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 3🔗.
ახლად დაბადებული ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1. 2019 წელს დაბადებული, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ ახალშობილის ერთ - ერთი მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. დახმარების მისაღებად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ახალშობილის/ახალშობილების მოწმობის ასლი/ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;
დ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი,
ე) ერთ - ერთი მშობლის (დედა, მამა) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 4🔗.
18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარება
1. მარტოხელა მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება – თითოეულ არასრულწლოვანს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. დახმარების მისაღებად მარტოხელა დედა (მამა) ან დედ-მამით ობოლი პირის მეურვემ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მეურვეობის უფლებამოსილების დამდასტურებელი დოკუმენტი;
ე) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მშობლის/ მეურვის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების სოციალური დახმარება
1. სოციალურ დახმარებას მიიღებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები:
ა)18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზვრული შშმ პირები სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის წევრმა ან მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფორმა №-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზვრული შშმ პირები (პირველი და მეორე ჯგუფის) სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 50-100 ლარის ოდენობით.
5. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)მზრუნველის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფორმა №-100/ა –ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ)საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 6🔗.
დიდი სამამულო ომის ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირების, ასევე მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დახმარება
1. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ,,დიდი სამამულო ომის“ მონაწილე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლაროს ოდენობით, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 150 (ას ორმოცდაათი ) ლაროს ოდენობით.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ პირებს, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ) ლარის ოდენობით.
3. გათვალისწინებული თანხით დახმარება გაეწიოთ სიის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ვეტერანის მოწმობის კოდი, თანხა და მათი საბანკო რეკვიზიტები).
მუხლი 7🔗.
დიდი სამამული ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარება
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიდი სამამული ომის ვეტერანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების გაწევისთვის დახმარების მისაღებად ოჯახმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის წევრის ან ნათესავის განცხადება მერის სახელზე;
ბ) დაღუპულ მებრძოლთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი;
გ) დაღუპული მებრძოლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 8🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (0 - დან 65000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები) სოციალური დაცვა
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 - ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის (საწვავის შესაძენად) გაეწიოთ ერთჯერადად ფულადი დახმარება 100-დან 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 9🔗.
მარჩენალდაკარგული სტუდენტების სოციალური დახმარება
1. მარჩენალდაკარგულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სწავლის ადგილიდან (დედანი);
დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 10🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალწევრიანი ოჯახების სოციალური დაცვა
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალწევრიან (7 და მეტი) ოჯახის თითო წევრს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000 - ს, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
თავი II
ამბულატორიული, სტაციონარული და
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
მუხლი 11🔗.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონარულ - ამბულატორიული დაფინანსების მიღება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაავადებების სათანადო სტაციონალურ, ამბულატორიულ მკურნალობას.
მუხლი 12🔗.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების სტაციონალურ-ამბულატორიული და მედიკამენტით სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ფორმა №-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) და კალკულაცია.
3. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონალურ სამედიცინო მომსახურეობას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40% -ით, არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 100 %-ით, არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა №-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) და კალკულაცია;
დ) მერის წარმომადგენლის ცნობა.
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა №-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 13🔗.
ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ონკოლოგიური პაციენტების (I და II ჯგუფი) ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიისა და მედიკამენტებით მკურნალობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს 1 500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
დ) სამედიცინო კალკულაცია ან მედიკამენტების დანიშნულება;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 14🔗.
პირებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური გადახრები
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური გადახრები და ესაჭიროებათ სპეციალური სამედიცინო კვება, მიეცემათ ფინანსური დახმარება 100% -ით არა უმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)
დ) მედიკამენტების დანიშნულება;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 15🔗.
სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა ( ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე.
მუხლი 16🔗.
ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას პირი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
მუხლი 17🔗.
გადაწყვეტილების მომზადება
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.
5.სამედიცინო დაწესებულებასთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა, ინვოისი) წარმოდგენის შემდეგ.