1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უფლებამოსილი პირი 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენისას ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ უფლებამოსილ პირთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე იგზავნება ახალციხის რაიონული სასამართლოს, ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში.
4.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
5.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის:
ა)
პირველ პუნქტში შეიტანება: შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ)
მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
გ)
მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
დ)
მე-4 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე)
მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ)
მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, გათვალისიწნებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით;
ზ)
მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის/მოწმეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
თ)
მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;
ი)
მე-9 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი; დამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი;
კ)
დაზარალებულ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი.
6.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
7.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან დაზარალებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელი უნდა მოაწერონ ამ პირებმაც.
8.
თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9.
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
10.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
11.
სამართალსუბიექტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
12.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება რაიონულ სასამართლოში
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი
- მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
- მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები
- მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
- მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საამრთალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №62, 22.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016320 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4489141/muxli-3-2/