შპს ,,სიმ-სიმის’’ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/34247-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/34247-18

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე

კრების მდივანი: თეკლა გრიგალაშვილი

 

1. მეურვე: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: მაია ბარათაშვილი.

 

2. მოვალე შპს ,,სიმ სიმ”

წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე.

 

3. კრედიტორი (განმცხადებელი) სსიპ შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი.

 

2018 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სიმ-სიმის’’ წარმომადგენელმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, შპს ,,სიმ სიმს“ (ს/ნ 434166314) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2018 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს ,,სიმ სიმის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

2018 წლის 31 დეკემბერის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,სიმ სიმის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2019 წლის 19 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე აღიარებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 35884,36 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად.

ამავე სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა გაგრძელდეს მოვალის ქონების მოძიება.

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

ამავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მეურვემ ქონება უნდა მოიძიოს 15 დღის ვადაში და შედეგი უნდა წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. თუ მეურვემ/გაკოტრების მმართველმა მოსაძიებელი ქონება ვერ მოიძია დადგენილ ვადაში, იგი წყვეტს ამ ქონების მოძიებას.

გათვალისწინებით იმისა, რომ კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოვალის ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის წარმომადგენელი ქონების არარსებობის მოტივით შუამდგომლობს საქმის წარმოების შეწყვეტას, სასამართლო სხდომა უნდა გადაიდოს შემდეგი დღის წესრიგით მოვალის ქონების მოძიების შედეგის განხილვა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, მომრიგებელი საბჭოს არჩევა;

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,სიმ სიმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2019 წლის 14 მარტს 17:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მეურვის მიერ მოვალის ქონების მოძიების შედეგის განხილვა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, მომრიგებელი საბჭოს არჩევა.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                                                                             გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                                                                                        თეკლა გრიგალაშვილი