შპს „და-იმპორტი Mda-IMPORT LTD“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/23893-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/23893-18

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

25.02.2019 წელი   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი

მოვალე – შპს „მდა-იმპორტი Mda-IMPORT LTD“

(საიდენტიფიკაციო კოდი 401985795)

წარმომადგენელი – თეონა ეცადეიშვილი

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

მომრიგებელი საბჭოს წევრები:

1. გიორგი მჭედლიშვილი.

 2. დიმიტრი ასაბაშვილი.

 3. ნინო მებუკე.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „მდა-იმპორტი Mda-IMPORT LTD“-ის გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა გიორგი მჭედლიშვილმა, დიმიტრი ასაბაშვილმა და ნინო მებუკემ და წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს „მდა-იმპორტი Mda-IMPORT LTD“-ის მიმართ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით, დაადგინა:

1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 4 მარტს 17:15  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა.

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                    თამარ ჭუნიაშვილი