📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 665 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 20.10.2015 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.07.2020 ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.03.2016 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.12.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 20.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №84 2019 წლის 27 თებერვალი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-14  მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 130-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესი, დანართის შესაბამისად. (დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის ანგარიშის წესის დამტკიცების  შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 21 მაისის №258 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.05.2014, №010250020.35.123.016210). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისათვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ამომრჩეველთათვის წარდგენას, საჯარო შეხვედრების გამართვას და ანგარიშის გამოქვეყნებას. 2.  ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, საკრებულოს წევრის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.  მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წარდგენა 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. 2. საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, წარდგენის ფორმა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება საკრებულოს წევრის  მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საჯარო შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სხდომათა დარბაზში ან/და მოქალაქეთათვის წინასწარ ცნობილ სხვა საჯარო სივრცეში. 4. საკრებულოს აპარატი ვალდებულია პროაქტიულად, ელექტრონული ფორმით გამოაქვეყნოს საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისა და ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 5. ნებისმიერ ამომრჩეველს, შეუზღუდავად, უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე. 6. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 7. საკრებულოს წევრი წინასწარ განსაზღვრავს საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს შეხვედრის ჩატარებას, უზრუნველყოფს შეხვედრაზე შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლებისა და სიტყვით გამომსვლელ პირთა აღრიცხვასა და შეხვედრაზე მათი გამოსვლის რიგითობის დაცვას. 8. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი და ანგარიშის წარმდგენი პირები. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყებისა და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, შეხვედრაზე მოქალაქეთა მიერ დასმული წინადადებები და გამოთქმული შენიშვნები. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრის ანგარიშის შედგენის წესი და წარდგენის ფორმა 1. გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს წევრი (პრეზენტაცია, სიტყვით გამოსვლა და ა.შ). 2. საკრებულოს წევრის ანგარიში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომების რაოდენობის შესახებ, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი და ამ სხდომებზე მის მიერ ინიციირებულ საკითხთა ჩამონათვალის თაობაზე; ბ) ანგარიშის წარმდგენის ინიციირებულ პროექტებთან დაკავშირებით, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ; გ) მოქალაქეებთან ჩატარებული შეხვედრებისა და დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობის, შეხვედრებზე გამოკვეთილი ძირითადი საკითხებისა და განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგის შესახებ. მუხლი 4🔗. ანგარიშის გამოქვეყნება 1. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წერილობითი ფორმით ქვეყნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის განთავსება ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. აგრეთვე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულებისათვის განსაზღვრულ შენობებში. 2. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიასაშუალებებშიც. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.