ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2019 ძალადაკარგული 19.04.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.115.016285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2019 წლის 28 თებერვალი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია), თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები, თანახმად დანართი №2-ისა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი №1

 

ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია)
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ტალონი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ.

2. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ.

3. ორგანიზაცია – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის  მერია.

4. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის.


მუხლი 3. საწვავის (ბენზინის/დიზელის) გაცემა
1. პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.

2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 10 ლიტრამდე განულებით.

3. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში.

4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.


მუხლი 4. საწვავის ( ბენზინის / დიზელის ) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.

 

 

 

  დანართი №2

          ფორმა ს-1

ელექტრონული ფორმით საწვავის გაცემის უწყისი

 

«-----------------------» 19  წელი

 

თანამდებობა

ბარათის №

დარიცხვის თარიღი

საწვავის სახე

ოდენობა

(ლიტრი)

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

X

X

X

 

X

 

ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი

სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი  - - - - - - - - - - -      - - - - - - - - - - - - - - -

                                                                                                      (ხელმოწერა)         (ხელმოწერა გარკვევით)

 

 

ფორმა ს-2

საწვავის ტალონის გაცემის უწყისი

«-----------------------» 19   წელი

 

№

თანამდებობა

საწვავის სახე

ოდენობა

(ლიტრი)

ხელწერა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

X

 

X

 

ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი

სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი  - - - - - - - - - -      - - - - - - - - - - - - - - - -

                                                                                                        (ხელმოწერა)      (ხელმოწერა გარკვევით)

 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.04.2019.
როდის იქნა მიღებული „ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“?
„ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 28.02.2019. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №06. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.115.016285.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.04.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“, №06, 28.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016285 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4497481/