,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2009 ძალადაკარგული 18.06.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 157, 25/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების თანდართული სპეციალური წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) მიერ, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (შემდგომში – საწარმო), საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია საწარმოთა მიერ სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად გატარება მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

    მუხლი 2. შესყიდვების განხორციელების წესი

1. საქონლის/მომსახურების შესყიდვისას საწარმოებს აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენების თვალსაზრისით.

2. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ამ წესით გათვალისწინებულ საწარმოთა მიერ ხორციელდება მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გადაწყვეტილება საქონლის/მომსახურების შესყიდვის თაობაზე მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით.

4. საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, შესრულება და სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.

5. საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ საწარმოსა და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების მოქმედების ვადას – 2011 წლის 31 დეკემბერს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.06.2012.
როდის იქნა მიღებული „,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ““?
„,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 22.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №236. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.06.2012-დან.
სად არის „,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ““, №236, 22.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4498/