აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2019
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190020010.32.057.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,148 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 04.02.2016 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 05.04.2018 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 19.02.2015 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 28.12.2018 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 09.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №2 2019 წლის 28 თებერვალი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 91​1 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 19​1  მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბ­ლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპა­ლი­ტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“,  თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე                                                                                                 დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის  ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები მუხლი 1🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით  გათვა­ლის­წინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალი­ტე­ტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგ­ლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა და თანხის გამოყოფა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა ადმინისტრაციული ცენტრებისა) ახორციელებს თითოეული დასახლებისათვის გან­საზღვ­­რული თანხის გაანგარიშებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ  სამსახურს არ გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაგრამ დასახ­ლება  რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალი­ტე­ტების რეესტრში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ამ დასახ­ლებაში დასახლების საერთო კრების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულ­ტა­ციების ჩატარების ორგანიზებას და დასახლების საერთო კრების ოქმის/რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების, დასახლებაში არსებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად სამინისტ­რო­სათ­ვის წარდგენას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშება ხორ­ციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით: ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი; ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 12 000 ლარი; გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 401-დან 1000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 16 000 ლარი; დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვ­რებელს, გამოეყოფა 20 000 ლარი. 4. სამინისტრო, ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დასახლებებისათვის გან­საზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობა. 5. სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დასახლებებისათვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ დამატებით ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპა­ლი­ტეტებისათვის დამატებით გამოსაყოფი თანხის ოდენობა. 6. სამინისტრო ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორ­მაციის საფუძველზე ამზადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამო­ყო­ფის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტს და დასამტკიცებლად წარმოუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობას. 7. პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნ­ველ­ყოფს მუნიციპალიტეტის მერი. 8. დასახლებაში პროექტის შერჩევა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვ­რული მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგი წესით: ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი; ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ ასმა ამომრჩეველმა; გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ ორასმა ამომრჩეველმა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ ამომრ­ჩევლებთან კონსულტაციების ორგანიზებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. თუ დასახლების საერთო კრების ან ამომრჩევლებთან გამართული კონსულ­ტაციების შედეგად, ორმა ან მეტმა საპროექტო წინადადებამ მიიღო სხვებზე მეტი ან/და თანაბარი რაოდენობის ხმა, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც, დასახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასახ­ლებაში  განსახორციელებლად შეარჩევს კენჭისყრით გამოვლენილი საუკეთესო და ერთ­ნაი­რი შედეგის მქონე საპროექტო წინადადებას/წინადადებებს. 11. მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დასახ­ლებების მიხედვით შესაბამის პროექტებს (მათ შორის, სავარაუდო ღირებულების მითი­თებით). ცვლილება საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებში ხორციელდება ამ წე­სით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით. 12. მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით, დასახლებების (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) მიხედვით ანაწილებს შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულ თანხას. 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალის­წინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგ­ლებში კონკრეტული დასახლებისათვის გამოყოფილი თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად. 14. შესაბამისი დასახლებების საერთო კრებების მიერ ან რეგისტრირებულ ამომრ­ჩე­ვ­ელთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შესაძლებელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ დასახ­ლებებისათვის გამოყოფილი თანხა, მათი საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, გამო­ყენებულ იქნეს საერთო პროექტის დასაფინანსებლად. 15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალის­წინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი­ტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგ­ლებში დასაფინანსებელი პროექტებისათვის (შემდგომში – პროექტები) გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები განაწილდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბ­ლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილების შესაბამისად. 16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიცი­პალიტეტებისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისამდე სრულად გაუნაწი­ლებ­ლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონ­დი­დან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 2🔗. პროექტების ჩამონათვალი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია: ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება; ბ) სარწყავი სისტემები; გ) სანიაღვრე არხები; დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები; ე) გზები; ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბორგები, გადასასვლელები; ზ) გარე განათება; თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; კ) ამბულატორიის შენობები; ლ) კულტურის ობიექტები; მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; ნ) სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; პ) სასაფლაოს შემოღობვა; ჟ) თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; რ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა. მუხლი 3🔗. პროექტებისათვის გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა 1. პროექტებისათვის გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი  მუნი­ციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. მუხლი 4🔗. თანადაფინანსება 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალის­წინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალის­წინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში გან­სა­ხორციელებელი პროექტების თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს კონკრე­ტული პროექტისათვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის 100 პროცენტს. მუხლი 5🔗. პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი 1. პროექტების მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და  მონიტორინგს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო ვალდებულია, პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია  მუნიცი­პალიტეტებიდან პროექტების მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მთავრობას წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 თე­ბერვ­ლისა.