აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №9 |
|
2018 წლის 5 აპრილი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის, „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 აპრილის №364 ბრძანების 34 პუნქტის შესაბამისად: |
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემდგომ/ კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებში წარადგინონ შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა. |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანოებმა, მათი და მათ დაქვემდებარებაში ან/და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების პერიოდული და წლიური (ნაზარდი ჯამით) ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგება წარადგინონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა (ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად სავალდებულოა თითოეული ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა). |
3.
ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წარადგინონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა. |
4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურმა მოამზადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. |
5.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 05.04.2018. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 350010010.32.057.016275.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.03.2021-დან.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“, №9, 05.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 350010010.32.057.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4137303/