აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №33 |
|
2013 წლის 26 დეკემბერი ქ. ბათუმი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და სამიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: |
1.
2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი. |
2.
2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილება. |
3.
შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: |
ა)
ჯემალ გვეტაძე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); |
ბ)
მალხაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); |
გ)
ლევან ლეკვეიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); |
დ)
ედუარდ ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); |
ე)
ზურაბ ხოფერია –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსი (კომისიის მდივანი). |
4.
2014 წლის 1 იანვრამდე კომისიამ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ქონების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. |
5.
2014 წლის 1 იანვრამდე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა (ჯ. გვეტაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. |
6.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 26.12.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.32.057.016150.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“, №33, 26.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 320110000.32.057.016150 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2163528/