შპს „ლეა & ნიას“ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №2/3240-17 |
|
განჩინება საქართველოს სახელით გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ |
|
2019 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – კრედიტორი – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს ,,ლეა & ნია“
დირექტორი – გიორგი ბოქოლიშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1 – რებეკა ჩალაური
2 – თეა მუმლაძე
3 – გელა მარუაშვილი
მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება და გაკოტრების მმართველის დანიშვნა
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ლეა & ნიას“ გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 8 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ლეა & ნიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს სამივე წევრის გადაწყვეტილება მოვალე შპს ,,ლეა & ნიას“ მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომრიგებელმა საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება შპს „ლეა & ნიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
კრედიტორების მიერ 2019 წლის 8 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და შესაბამისად განხილული იქნა გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.
ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ვინაიდან კრედიტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, სასამართლოს გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა დასაბუთებულად მიაჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, 32-ე, 33-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს 2018 წლის 19 დეკემბრის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „ლეა & ნიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2. შპს „ლეა & ნიას“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. განჩინება შპს „ლეა & ნიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.
4. განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უზრუნველყოს გაკოტრების მმართველმა.
5. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი