საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი
მიღების თარიღი 16.02.2019
ძალაში შესვლა 16.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №181/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016564
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2019
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოქმი | ოქმი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი
ოქმი
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. მიუნხენში, 2019 წლის 16 თებერვალს ორ დედნად.
საქართველოს სახელით
მისი აღმატებულება,
ბატონი დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელით
მისი აღმატებულება,
ბატონი ნიკოლა დიმიტროვი
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი