თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2019 ძალადაკარგული 04.03.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016297
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 6 მარტი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის  №22  დადგენილება (სსმ, 27.02.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.126.016264).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე



თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და დგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით (CN = IMG X ITL X C X K), სადაც:

ა) (CN) არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე;

ბ) IMG არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;

გ) ITL არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი;

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43.
მუხლი 3
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0.
მუხლი 4
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30.
მუხლი 5
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს:

ტერიტორია

კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი

(0,43X1, 0X0, 24X30) ლარი

1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში  ( ქ. თერჯოლის ტერიტორია)

3.096

2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ( თბილისი-სენაკი- ლესელიძე) 50 მ.რადიუსი (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096

3

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი

ჩოლაბურის ხიდი - თერჯოლა - ტყიბული

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენერა

ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარი

თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-კიცხი-ქვაციხე

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167

4

სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი) 1,548