შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი. აი. ჯი“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №506
2019 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
1. გაუქმდეს შპს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი. აი. ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204559156) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით – 400110 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბი.აი.ჯი“-ს („ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი“) მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №79 განკარგულება.
3. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი. აი. ჯი“-ს ლიკვიდატორად დაინიშნოს შალვა ომანაძე (პირადი ნომერი: 01025017170), რომელიც ვალდებულია ლიკვიდაციის პროცესი წარმართოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
არასაბანკო დაწესებულებების
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირმა ბოკუჩავა