ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6/10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია | ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ოქმების, ოქმების აღრიცხვის ჟურნალის, ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6/10
2019 წლის 14 მარტი
ქ. ფოთი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა.
2. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის და ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი №2-ისა.
3. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.
4. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად დანართი №4-ისა.
მუხლი 2🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1254 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 მუხლებით, 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 152-ე, 1522, 1534-ე, 1561, 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/48 დადგენილება.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია