ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ოქმების, ოქმების აღრიცხვის ჟურნალის, ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016487
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 29 აპრილი

ქ.ხობი

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ოქმების, ოქმების აღრიცხვის ჟურნალის, ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14, 141, 27-ე და 68-ე ნაწილებისა და 240-ე და 242-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №3);

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №4);

ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5);

ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №36 დადგენილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე
📎 დანართები (1)
16.docx

დანართი №1

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე წესი, საქართველოს კანონების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/344 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის წესს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის (შემდგომ – საჯარიმო ქვითარი) შინაარს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისა და გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოხელეები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ (შემდგომ – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) 2093 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურული ერთეული.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართდალდარღვევის ოქმს ადგენს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 141 და 68-ე ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. ამ პუნქტით განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული და სტრუქტურული ქვედანაყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც, მათთვის კანონმდებლობით და დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მერიის სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საჯარო მოხელე.

4. მერიის საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მიმდინარე საქმიანობის შემოწმება.

მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და მისი შინაარსი

1. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) ინფორმაცია დამრღვევი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა (ასეთების არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი;

ზ) დამრღვევი პირის ახსნა-განმარტება.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო ძველი ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ოქმის შემვსები პირი ოქმის გამცემს აბარებს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში).

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს განაცხადებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება მერიის უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

მუხლი 4. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მერიის საჯარო მოხელე ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს.

3. მერიის საჯარო მოხელემ, სამართალდარღვევის საქმის განხილვაში უნდა უზრუნველყოს სამართალდამრღვევი პირის და არსებობის შემთხვევაში დაზარალებულის და მოწმის მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საქმე განიხილოს სამართალდამრღვევი პირის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხელს აწერს მერი.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას და საქმის განხილვისას მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის შედგენა და მისი შინაარსი

1. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს.

2. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან:

ა) ნაწილი I – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი;

ბ) ნაწილი II - საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი;

ბ) ოქმის შედგენის ადგილი;

გ) ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი;

დ) დამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;

ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;

თ) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტის და სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა);

ი) თანხის მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა, მოწმის ხელმოწერა, ოქმის შემდგენელის ხელმოწერა, სამართალდამრღვევი, სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.

5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.

6. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

7. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;

ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ხობის მუნიციპალიტეტის მერია;

გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.

8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს (გარდა მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ავსებს მერიის საჯარო მოხელე. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. ოქმს შესაძლებელია ხელი მოაწერონ ასევე მოწმეებმა ან სხვა პირებმა.

9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითარზე ხელის მოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თან დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო თანხის ელექტრონულად გადახდის შემთხვევაში – საჯარიმო თანხის შემტანის მიერ და სამართალდამრღვევის მიერ, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უბრუნდება მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ხოლო ძველი ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ოქმის შემვსები პირი ოქმის გამცემს აბარებს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით.

12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში.

მუხლი 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის მერის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ინიშნება პასუხისმგებელი პირი.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გაცემა ხორციელდება მერიის პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში.

6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.

7. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან/და შავი ბურთულიანი კალმით.

8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკვა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

10. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.

მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად შეუძლია ოქმი გაასაჩივროს მერთან 10 დღის ვადაში.

2. შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) მერთან გასაჩივრებისას საჩივარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​​​6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ამზადებს მერის შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამავე კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

მუხლი 9. ჯარიმის გადახდა

1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხობის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მუხლი 10. ვადის ათვლა

წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

დანართი №2

დამტკიცებულია

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2025 წლის --- აპრილის № --- დადგენილებით.

G:\gerbi da drosha\gerbi.jpg

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №

20-- წლის ---- --------------- --------------------------------------------------

(ოქმის შედგენის ადგილი)

1. მე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ------------------------------------------------------------------

(სტრუქტურული ერთეულის ან / და სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობა, სახელი, გვარი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების

შესაბამისად შევადგინე აღნიშნული ოქმი -----------------------------------------------------------------

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული სახელი / დასახელება: ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ან

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდარღვევის არსი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაც გათვალისწინებულია -------------------------------------------------------------------------------------

(საქართველოს საკანონმდებლო ან / და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მუხლი, ნაწილი ან/და პუნქტი, ქვეპუნქტი)

2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის (წარმომადგენლის) ახსნა-განმარტება: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. სამართალდამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები.

მე, ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.

4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:

ოქმი შევადგინე: --------------------------------------------------------

(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)

ოქმს გავეცანი: --------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------

(შენიშვნის არსი და ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):

--------------------------- ---------------------- -------------------------------------- ----------------

(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი) (მისამართი) (ხელმოწერა)

--------------------------- ---------------------- -------------------------------------- ----------------

(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი) (მისამართი) (ხელმოწერა)

დაზარალებულები (დასწრების შემთხვევაში):

--------------------------- ---------------------- -------------------------------------- ----------------

(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი) (მისამართი) (ხელმოწერა)

--------------------------- ---------------------- -------------------------------------- ----------------

(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი) (მისამართი) (ხელმოწერა)

5. ოქმის ასლი ჩავიბარე: --------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, მისამართი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წარმომადგენლის ხელმოწერა)

შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

დამკვეთი: ხობის მუნიციპალიტეტის მერია

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის №

დანართი №3

წინა მხარე

ნაწილი I

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000

საჯარიმო ქვითარი ბ.ა.

1. შედგენის თარიღი: -------------------------------------------- 2. შედგენის ადგილი: ------------------------------------------------------------------------------------

(რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. სამართალდამრღვევის მონაცემები: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი;

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი)

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ----------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------- მუხლის ----------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ----------- ლარის ოდენობით.

7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: -------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: -----------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მიეთითება მისი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა)

9. მიმღები მოლარე: ----------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------

(ხელმოწერა და თარიღი) (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა: ------------------------------------------ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: ---------------------------------------------------

სამართალდამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

ნაწილი II

საჯარიმო ქვითრის ყუა

№ 000000

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

1. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

2. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(გადამხდელის მისამართი)

3. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ჯარიმის ოდენობა)

4. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

5. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე: --------------------------------------------------------------------------------------------

(ხელმოწერა)

8. შემომტანი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------

(ხელმოწერა)

ბ.ა.

თარიღი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(რიცხვი, თვე, წელი)

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების

ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

უკანა მხარე

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საჯარიმო ქვითარი (ოქმი) / ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხობის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამკვეთი: ხობის მუნიციპალიტეტის მერია

მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის N

დანართი №4

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისსაჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

გაცემის

თარი ღი

ოქმის/საჯარიმო ქვითრის № ოქმის/საჯარიმო ქვითრის გამცემი ოქმის/საჯარიმო ქვითრის მიმღები
თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწე რა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

გაგრძელება

შედგენილი (გამოყენებული) ოქმები/საჯარიმო ქვითრები დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები/საჯარიმო ქვითრები შენიშვნა
ოქმის/საჯა-რიმო ქვითრის № თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმის/საჯა-რიმო ქვითრის № თანამდებობა სახელი გვარი
12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23

დანართი №5

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისსაჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისსაჯარიმო ქვითრის ჩამოწერის

აქტი №

---------------------------------------- -----------------------------------------

(აქტის შედგენის ადგილი) (აქტის შედგენის თარიღი)

რაოდენობა

ოქმის

ინდივიდუალური

ნომერი/ნომრები

შენიშვნა/ჩამოწერის მიზეზი

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:

ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

--------------------------- ---------------------------

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:

--------------------------- ---------------------------

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

დანართი №6

სააღსრულებო ფურცლის ფორმა

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

სააღსრულებო ფურცელი №

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სააღსრულებო ფურცლის გამცემის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის შედგენის თარიღი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:

ხობის მუნიციპალიტეტის მერი: __________________ /____________________ /

(ხელმოწერა) ბ.ა. (სახელი, გვარი)