სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.07.2022 ბოლო ცვლილება 25.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№79
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.139.016470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №79

2022 წლის 22 ივლისი

ქ. ბორჯომი

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1561 მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე, 2401 და 242-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:
მუხლი 1

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიენიჭოს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილება.
მუხლი 2

დამტკიცდეს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3

დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4

დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5

დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6

დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 7

დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 8

დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაზე.
მუხლი 9

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი