მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2019
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016482
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ფოლოდაშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2019 წლის 14 მარტი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელითამაზ ფოლოდაშვილი
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო (შემდგომში-საბჭო) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
2. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 2🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
3. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.
4. საბჭოს უფლება აქვს სამუშაო პროცესში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სპეციალისტი (ექსპერტი) და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს კომპეტენცია
საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა.
2. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად.
3. დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხების თაობაზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა.
4. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა მომზადება.
5. მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად.
6. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების და დასკვნების პროექტების მომზადება.
7. სპეციალურიზონალურიშეთანხმებისათვის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.
მუხლი 4🔗.
საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს წევრების საქმიანობას;
გ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს;
დ) საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი მმართველობის სამსახურების წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს;
ე) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 5🔗.
საბჭოს მდივანი
საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს სხდომების გამართვას, კოორდინაციას უწევს საბჭოს მუშაობას;
ბ) განაგებს საბჭოს საქმისწარმოებას, ხელს აწერს საბჭოს ოქმებს;
გ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;
დ) საბჭოს წევრებს აწვდის საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს, კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას;
ე) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის მიმდინარეობას;
ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ზ) საბჭოს მდივანი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში.
მუხლი 6🔗.
საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) დააყენოს საბჭოს სხდომებზე საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი შესაბამის დაწესებულებაში;
გ) საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს სხდომის გამართვიდან 3 დღის განმავლობაში საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წერილობით წარუდგინოს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში;
ბ) დააფიქსიროს სრულყოფილი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ განსახილველ საკითხზე;
გ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
დ) წარმოუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ;
ე) საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;
ბ) კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას;
გ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
დ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
ე) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
ზ) გათავისუფლდა იმ სამსახურიდან, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში;
თ) გარდაიცვალა.
მუხლი 7🔗.
საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
3. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და დამსწრე საბჭოს წევრების ვინაობა;
დ) დღის წესრიგი (განსახილველი საკითხები);
ე) განსახილველ საკითხზე საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება;
ვ) საკითხზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) კენჭისყრის შედეგები;
თ) განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
5. საბჭოს ოქმში დღის წესრიგით განსახილველ თითოეულ საკითხზე საბჭოს წევრთა მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია დახურულია საბჭოს წევრის ვინაობის გამჟღავნებისგან.
6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. მოწვეული წევრები სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით, გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე და აღნიშნული პირები საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ.
7. საბჭოს სხდომის კვორუმია საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში, საბჭოს წევრის ვინაობა, მათ მიერ განსახილველ საკითხებზე დაფიქსირებული მოსაზრებების გასაჯაროების მხრივ დაცულია გამხელისაგან.
მუხლი 8🔗.
ანგარიშგება
საბჭო ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.