ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2019 წლის 5 ივლისი ქ. ზუგდიდი |
|
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედის არაუმეტეს 15 წევრი.
4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (განკარგულება).
2. საბჭო უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები კონკრეტულ დასახლებაში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
3. საბჭო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული თანხობრივი ოდენობის გათვალისწინებით, შეამოწმოს დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და მერს წარუდგინოს მოსაზრება, შესაბამისი რეკომენდაციის სახით, პროექტის რეალიზების თაობაზე.
4. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია საბიუჯეტო წლის 1 სექტემბრამდე.
5. საბჭო უფლებამოსილია, გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი არაუგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ოქტომბრამდე (ვერიფიცირებული პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტით)
2. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) უხელმძღვანელოს საბჭოს მუშაობას, მოიწვიოს და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს საბჭოს საქმიანობას;
გ) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმებს;
დ) დაამტკიცოს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და დღის წესრიგი, აკონტროლოს მისი სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულება;
ე) შეასრულოს საბჭოს წარმომადგენლობითი ფუნქცია;
ვ) არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მოიწვიოს საბჭოს სხდომა და საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის შესახებ საბჭოს წევრებს და დაინტერესებულ სუბიექტებს;
ზ) სხდომა გამოაცხადოს გახსნილად, წარადგინოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები და სხდომა გამოაცხადოს დახურულად;
თ) საბჭოს თავმჯდომარე, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, სარგებლობს კონკრეტული საკითხის განხილვისას ერთი ხმის უფლებით;
ი) საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიოს სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება ისარგებლოს სათათბირო ხმის უფლებით.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზებულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
5. საბჭოს მდივანი:
ა) ადგენს დღის წესრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარეს;
ბ) ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები და ასევე ის პირები, რომლებიც ამ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ.
6. საბჭოს წევრი:
ა) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომებში;
ბ) აფიქსირებს სრულყოფილ პოზიციას დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე და სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;
გ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს.
7. მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
8. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
9. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადდა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის საბჭოში წევრის უფლებამოსილების განხორციელებას.
10. სხდომის ოქმს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში საბჭო წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების შესაბამისად.