ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2023 წლის 16 ივნისი ქ. ოზურგეთი |
|
1. „სამოქალაქო ბიუჯეტი“ – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შესაძლებლობას, ამ წესით დაგეგმონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილი.
2. ელექტრონული სისტემა − კრაუდფანდინგის პრინციპზე დაფუძნებული ვებგვერდი, რომლის მისამართია: http://votes.oz.gov.ge.
3. საპროექტო განაცხადი − ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამ წესებისა და პირობების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საზოგადოებრივი შინაარსის პროექტის დაფინანსების მოთხოვნა.
4. ინიციატორი − „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის წარდგენის უფლებამოსილი პირი.
5. ადმინისტრატორი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურე(ები) ან/და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ს თანამშრომლები, რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტების ადმინისტრირებისა და მართვის პროცესების წარმართვაზე ამ წესებისა და პირობების შესაბამისად.
6. მომხმარებელი − პროექტისათვის ხმის მიცემის მსურველი, ამ წესით დადგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულების საზღვრებში რეგისტრირებული პირი, სადაც ხორციელდება პროგრამა.
7. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საბჭო − პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განვითარებისა და მართვისათვის შექმნილი ორგანო.
8. ვაუჩერი − სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშზე დარიცხული მატერიალიზებული და შეფასებული ვალდებულება, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს ის ამ წესით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად.
2. პროგრამაში ჩართვის ინიციირება შესაძლებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული, ამ მიზნით მოწვეული დასახლების საერთო კრების მეშვეობით.
3. ადმინისტრაციული ერთეულის პროგრამაში ჩართვა გამოიწვევს აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში არსებული სხვა მსგავსი, თანამონაწილეობის პრინციპებზე დაფუძნებული, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების გაუქმებას.
2. საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულში (ერთეულებში) რეგისტრირებულ:
ა) სრულწლოვან პირს;
ბ) პირთა ჯგუფს;
გ) არასამეწარმეო სახის საზოგადოებრივ გაერთიანებას.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯგუფი ან საზოგადოებრივი გაერთიანება პროექტს წარადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
4. პროექტი უნდა შეიცავდეს:
ა) წარმდგენის ან/და უფლებამოსილი პირის დასახელებას ან/და სახელს, გვარს, პირად, ნომერს, იურიდიული მისამართს, ელექტრონულ ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) პროექტის მოკლე აღწერა სავარაუდო მოცულობის ან განზომილების მითითებით.
5. განხილვას ექვემდებარება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესს.
6. დაუშვებელია შემდეგი შინაარსის პროექტების განხილვა:
ა) შეიცავს უცენზურო ან სახუმარო მასალას;
ბ) შეეხება ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;
გ) პროექტის დაფინანსება წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას.
დ) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს პროექტის განხორციელებას.
7. რეგისტრირებული პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განიხილება ელექტრონული სისტემისა და პროექტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;
ბ) თუ ადმინისტრატორის მიერ ვერ მოხდა შესაბამისობის დადგენა, პროექტი განსახილველად გადაეცემა საბჭოს. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით;
გ) გამოქვეყნდება ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით.
8. ხმის უფლება აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულში (ერთეულებში) რეგისტრირებულ სრულწლოვან ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.
9. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელება ხდება ეტაპებად, რომლის მიმდევრობისა და ვადების დადგენა ხდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. ერთი ეტაპი არ შეიძლება გაგრძელდეს 1 საბიუჯეტო წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
2. ხმის მიცემის შედეგად ხმის დადგენილი ფასით ხდება პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისი თანხის შეგროვება.
3. პროექტები, რომლებიც შეძლებენ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თანხის შეგროვებას დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით.
4. ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 100 (ასი) ლარს.
5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია ყველა ის პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს, ასახოს პროექტის გამარჯვების მომენტისათვის მიმდინარე ან მომავალი პირველი წლის დასაგეგმ ბიუჯეტში და შეასრულოს სტანდარტული პროცედურების გამოყენებით.
2. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საბჭოს შემადგენლობას ან/და ცალკეული წევრის უფლებამოსილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. თავისი შემადგენლობიდან საბჭო ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. თავმჯდომარის არჩევა, ასევე გადარჩევა ხდება საბჭოს სიითი შემადგებლობის უმრავლესობის მიერ.