ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2019 წლის 1 მაისი ქ. ოზურგეთი |
|
1. სამოქალაქო ბიუჯეტი-ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შესაძლებლობას, ამ წესით დაგეგმონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილი.
2. ელექტრონული სისტემა − ვებგვერდი, რომლის მისამართია: http://votes.oz.gov.ge
3. საპროექტო განაცხადი − ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამ წესებისა და პირობების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საზოგადოებრივი შინაარსის პროექტის დაფინანსების მოთხოვნა;
4. ინიციატორი-სამოქალაქო ბიუჯეტისთვის პროექტის წარდგენის უფლებამოსილი პირი.
5. ადმინისტრატორი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურე(ები), რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტების ადმინისტრირებისა და მართვის პროცესების წარმართვაზე ამ წესებისა და პირობების შესაბამისად;
6. მომხმარებელი − პროექტისათვის ხმის მიცემის მსურველი, ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებული პირი.
2. საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება აქვს ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ:
ა) სრულწლოვან პირს;
ბ) პირთა ჯგუფს;
გ) არასამეწარმეო სახის საზოგადოებრივ გაერთიანებას.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯგუფი ან საზოგადოებრივი გაერთიანება პროექტს წარადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
4. პროექტი უნდა შეიცავდეს:
ა) წარმდეგენის ან/და უფლებამოსილი პირის დასახელებას ან/და სახელს, გვარს, პირად ,ნომერს, იურიდიული მისამართს, ელექტრონულ ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) პროექტის მოკლე აღწერა სავარაუდო მოცულობის ან განზომილების მითითებით
5. განხილვას ექვემდებარება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესს.
6. დაუშვებელია შემდეგი შინაარსის პროექტების განხილვა:
ა) შეიცავს უცენზურო ან სახუმარო მასალას;
ბ) შეეხება ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;
გ) პროექტის დაფინანსება წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას.
დ) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს პროექტის განხორციელებას.
7. რეგისტრირებული პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განიხილება ელექტრონული სისტემისა და პროექტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;
ბ) გამოქვეყნდება ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
გ) ხმის მიცემის უფლება აქვს ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ სრულწლოვან ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
დ) სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ბიუჯეტის გათვალისწინებით მოხდება გამარჯვებული პროექტის/პროექტების გამოვლენა.
2. კოეფიციენტი ადგენს ხმების ოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
K = R /G X 1000
სადაც:
K – ეფექტურობის კოეფიციენტი.
G – პროექტის ღირებულება.
R – მიღებული ხმების რაოდენობა.
3. განსახორციელებელი პროექტების რიგითობა დგება ეფექტურობის კოეფიციენტის მაჩვენებლის სიდიდის მიხედვით.
4. პროექტები დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით.
5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია შეასრულოს ყველა ის პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს.