,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2019 წლის 2 აგვისტო ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. საბჭო შედგება არაუმეტეს 15 წევრისაგან;
4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“;
ბ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. 2020 წელს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ ზონაზე (თითოეულისთვის 200 000 ათასი ლარი).
სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საინფორმაციო კამპანია;
ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა;
გ) პროექტების ვერიფიკაცია;
დ) სამოქალაქო ბიუჯეტის საპროექტო ინიციატივებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ფარული კენჭისყრის პროცედურა;
ე) ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა;
ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი.
4. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია საბიუჯეტო წლის პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.
5. საბჭო უფლებამოსილია გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი მიმდინარე საბიუჯეტო წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე (ვერიფიცირებული პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტით).“;
გ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. მოქალაქეთა ინიციატივები განხილვის მიზნით წარედგინება საბჭოს. საბჭო თავის სხდომებზე შემოსული საპროექტო განაცხადებს განიხილავს, შეისწავლის და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაუგზავნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.“.
დ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. საბჭო იკრიბება არსებული საჭიროებისას, მაგრამ არანაკლებ ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარის ან/და საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების შესაბამისად.“;
ე) დადგენილების დანართის მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს.
|