ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზღვის სანაპიროზე არსებულ გასასვლელისათვის „ნიკოლოზ ქარცივაძის“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „შერმადინ ჭკუასელის“ - სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "თამარ მეფის" სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „ზემოურეკის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზღვის სანაპიროზე არსებულ გასასვლელისათვის „ნიკოლოზ ქარცივაძის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 4
2019 წლის
13 მარტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზღვის სანაპიროზე არსებული გასასვლელისათვის ნიკოლოზ ქარცივაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ზღვის სანაპიროზე არსებულ გასასვლელს ეწოდოს ურეკის მკვიდრის, ღირსების ორდენოსნისა და ღვაწლმოსილი პიროვნების ნიკოლოზ ქარცივაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
მუხლი 2🔗. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. №14).
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია