ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-13.13250176
2025 წლის 17 იანვარი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე მე-4 ქუჩა გაგრძელდეს და მისი მოხაზულობა ჩამოყალიბდეს თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად.
2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის.: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“?
- „ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 17.01.2025. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-13. 13250176. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.138.016014.
- სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“, №გ-13. 13250176, 17.01.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6386988/