ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ- 13.13252114
2025 წლის 30 ივლისი
ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე უძრავ ნივთს (სახელწოდების არმქონე ქუჩა) საკადასტრო კოდით – №62.15.56.121, მიენიჭოს სახელი – I ქუჩა, თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად.
2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე