ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №8/ნ
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13415.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5188.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 16800.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №8/ნ
2019 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.09.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება.
მუხლი 2🔗
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები
ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები
საპროექტო არეალი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე; საერთო ფართობია 5648.83 კვ.მ და მოიცავს ერთ საკადასტრო ერთეულს, კოდით: 64.10.09.087;
ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა;
განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიის გამიჯვნა საერთო ფართობის უცვლელად.
შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან
ტერიტორიის რელიეფიდან და არსებული ნარგავების
(არსებობის შემთხვევაში) მდებარეობიდან განისაზღვროს ახალი
შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი
კომპოზიცია;
კომპლექსი დაპროექტდეს საპროექტო ტერიტორიისთვის
დადგენილ საზღვრებში;
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის
ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით;
გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები;
ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: 2 ავტოსადგომი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე;
გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები.
მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი წყობის შეცვლა
განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით.
მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა)
განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ- ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე;
დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) შენობების
განთავსებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას.
ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარემოს დაცვის პირობები
მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები (არსებობის შემთხვევაში);
მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში მიღებულ იქნეს თანხმობა შესაბამისი უწყებიდან;
წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები;
გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები;
მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები.
ტერიტორიისა და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები;
ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისა და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის;
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტრო ენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად.
მიწის ნაკვეთის ფართობი
5648.83 მ2
ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1
0,2
0.1ცალკე მდგომი საზოგადოებრივი
დანიშნულების შენობა-ნაგებობისათვის
ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტი კ2
0,2 (სპეციალური ზონალური შეთანხმების შემთხვევაში 0.5)
0.1ცალკე მდგომი საზოგადოებრივი
დანიშნულების შენობა-ნაგებობისათვის
ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე
7,5 მეტრი
ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ3
0,4
შენობის მაქსიმალური სართულიანობა
2 სართული მანსარდით
ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები);
ბ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები).
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით
ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა;
ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა.
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი
დოკუმენტაციის ჩამონათვალი
1. განაცხადი
2. ტერიტორიის გრგ-ის პროექტი
3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა
4. ზოგადი გეოლოგია
5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა
6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000
7. ტოპოგეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500
8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში)
9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში
10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000
11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში)
12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში)
13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000
14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500
15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში)
16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში)
17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნები:
1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნები.
2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით.
3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-მე-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილ იქეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.
4. გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში.
5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:
- საპროექტო ტერიტორიის საზღვრები
- მიწის ნაკვეთის საზღვრები
- განაშენიანების რეგულირების ხაზები
- შენობის Ž^E__ˆ[_èïმაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H
- მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში)
- განაშენიანების კოეფიციენტი კ1
- განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2
- გამწვანების კოეფიციენტი კ3
- ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და
ავტოსადგომები
- მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.
დამატებითი მოთხოვნები
1. საპროექტო ტერიტორიის გრგ-ის დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.