„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2019 წლის 23 მარტი ქ. რუსთავი |
1. დადგენილების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №8-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“.
1.2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ იმ მედიკამენტების დაფინანსებით, რომელთა დაფინანსებასაც ითვალისწინებს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა“. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით.“.
1.3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემთხვევაში დახმარება გაიცემა სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად“.
1.4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია, საჭიროებს თუ არა ბენეფიციარი დახმარებას. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების და/ან საანალიზო ტესტ-ჩხირების განფასება (კალკულაცია)“.
2. დადგენილების პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №13-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
2.1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლება პირს წარმოეშობა განცხადების რეგისტრაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან“.
2.2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბენეფიციარი ვალდებულია 2019 წლის ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის 25 რიცხვამდე, წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისა და გასაწევი სამედიცინო მომსახურების შესახებ რეკომენდაციები (ფორმა №IV-100ა). აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.“.
|