საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2019
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ ჭიათურის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2019 წლის 27 მარტი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს სპეციალური საშვის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი „ქ. საჩხერის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 აგვისტოს №49 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010.340.000.35.130.004.708).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას პარკირების რეგულირების სფეროში.
3. წესი ვრცელდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვს;
გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა − მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს მატარებლის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
ზ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი,რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
თ) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწის ზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარდადგენილი გზასავალი;
ი) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია სასწავლო სვლის განხორციელებისას ინსტრუქტორ-მასწავლებელი;
კ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა გადმოტვირთვას;
ლ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
მ) პარკირების ოპერატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით შერჩეული პირი;
ნ) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება, შეზღუდვა, აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
ო) პირი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
პ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრულ, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ჟ) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
რ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ს) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ტ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
უ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ფ) საცნობი ნიშანი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრასპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
ქ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
ღ) სპეციალური საშვი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ყ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
შ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
ჩ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
ც) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ძ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირი.
მუხლი 3🔗.
პარკირება
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პარკირების ადგილებზე დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;
ე) ინკასაციისათვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4. პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
მუხლი 4🔗.
პარკირების სფეროს მართვა
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტი მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
4. პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
5. საფასურის ოდენობას და გადახდის პირობებს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 5🔗.
გაჩერების და დგომის წესები
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
მუხლი 6🔗.
პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
მუხლი 7🔗.
პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად. პარკირების ადგილებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. საჩხერის მუნიციპალიტეტში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით).
9. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
10. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და კერძოსამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
11. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.
12. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
13. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია წინამდებარე წესით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება, რომელიც მოიცავს პარკირების ადგილების სარგებლობის უფლებას, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადასცეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. ამ პუნქტის მოქმედებაზე არ ვრცელდება წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
1. საჩხერის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;
ბ) ტაქსების, საჩხერის მუნიციპალიტეტი ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის;
ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) პარკირებისათვის.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე–11 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.
4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია, არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ასევე აცნობებს პარკირების ოპერატორს.
მუხლი 9🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
1. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება, პირდაპირი განკარგვის წესით, შეიძლება გაიცეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ.
2. პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ გადაეცემათ:
ა) სახელმწიფო და საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის საჩხერის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
დ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
3. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
4. პარკირების ორგანიზების უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45- გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, პარკირებისათვის გადაცემული ადგილების, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ან მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაწესებულ ვადაში.
6. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება.
7. პარკირების ორგანიზების უფლებით უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.
8. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
9. პარკირების ორგანიზების უფლებით სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა შესაძლებელია ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად წარმოადგინონ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა). თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, პარკირებისათვის გადაცემული ადგილების საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ პარკირების ორგანიზების უფლების მიმნიჭებელი აქტით დაწესებულ ვადაში.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დააწესონ საფასური, ან/და პარკირების ადგილები (გარდა საერთო პარკირების ადგილებისა) გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის ან დააწესონ მისით სარგებლობის სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.
13. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას, საერთო პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
14. პარკირების ორგანიზების უფლებით სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
15. პარკირების ორგანიზების უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები, და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქციონო პირობები, წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
16. წინამდებარე წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.
მუხლი 10🔗.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთი პარკირების ადგილზე და ისე, რომ: ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
მუხლი 11🔗.
საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მას დაურთოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ქმედუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის შესაბამისად დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მას დაურთოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ქმედუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის შესაბამისად დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ. დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. საჩხერის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მას დაურთოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ქმედუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის შესაბამისად დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ. კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერ სხვა დოკუმენტი.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდა უვადოდ, მასზე საცნობი ნიშანი გაიცემა ხუთი წლის ვადით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც დაუდგინდება სტატუსი გადამოწმების ვადით, მასზე საცნობი ნიშანი გაიცემა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვადის შესაბამისად. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ.
მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცნობი ნიშანი გაიცემა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით ახალი საცნობი ნიშნის აღების თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება საჩხერის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
მუხლი 12🔗.
სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. სპეციალურ საშვს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართვის შემთხვევაში გასცემს ოპერატორი.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმა და გაცემის წესი მტკიცდება ამ დადგენილებით.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 13🔗.
დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
მუხლი 14🔗.
კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შესაბამისი სამსახურის/სამსახურების მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 15🔗.
დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.