კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №02/20
2019 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4-მე-9 პუნქტებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ქ. ბათუმში ლუკა ასათიანის ქ. № 15/მემედ აბაშიძის გამზირ №44-ში (ს/კ05.22.12.024) მდებარე შენობა-ნაგებობა.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანებით გათვალისწინებული ობიექტის მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
4. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს 6 თვის ვადაში ობიექტის სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს საბჭოსათვის წარდგენა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №52).
გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი პაატა გაფრინდაშვილი