ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.03.2019
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2019 წლის 28 მარტი
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.
თავი I
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განვითარების პროგრამები
მუხლი 1🔗.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამები:
1.კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაფინანსების პროგრამა;
2.კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა;
3.შემოქმედებითი წახალისების პროგრამა;
4. ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების პროგრამა;
5.საჩუქრების, პრიზების, სიგელების და სპორტული ინვენტარის და მუსიკალური საკრავების შეძენის პროგრამა;
6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა;
7.სასკოლო სპორტული ოლიმპიადის და „სპორტი ბარიერების გარეშე“ ორგანიზებისა და ჩატარების პროგრამა;
8.ახალგაზრდული სპორტული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;
9.სხვადასხვა ღონისძიებაზე სპორტსმენების, მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;
10.წარმატებული სპორტსმენების და წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პროგრამა.
თავი II
ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 2🔗.
კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ პროგრამების დაფინანსების პასუხისმგებელი უწყება
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურულ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტი მერიის განათლების, კულტურისა, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
მუხლი 3🔗.
კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა). წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესახებ.
2.კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას თან უნდა ახლდეს ჩასატარებელ ღონისძიებათა პროგრამა (დებულება, პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო რეკვიზიტები).
3.სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამიდან ხდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობით.
4. შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მოთხოვნათა განცხადებების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
განცხადებების განხილვა
შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
სამსახური კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინასების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
მუხლი 6🔗.
კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლენტეხის მერის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ან/და აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.
მუხლი 7🔗.
კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსება
კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ პროგრამების დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.