„შპს მისო იმპერიალ კრედიტის“ ლიკვიდატორის განცხადება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„შპს მისო იმპერიალ კრედიტის“ ლიკვიდატორის განცხადება
შპს „მისო იმპერიალ კრედიტის“ განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №574 განკარგულებით დაიწყო „შპს“ მისო იმპერიალ კრედიტის“ (ს.კ: 405192811) ლიკვიდაცია.
პირებმა, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა „შპს“ მისო იმპერიალ კრედიტის“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წამოუდგინონ „შპს მისო იმპერიალ კრედიტის“ ლიკვიდატორს მამუკა ვარდიაშვილს მისამართზე: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის I შესახვევი, კორპუსი №10, მე-3 სართული, ოფისი №5. ტელ: (+995) 599 016059.
ფიზიკური პირების შემთხვევაში წარმოსადგენია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში წარმოსადგენია:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დოკუმენტაცია;
ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.