შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი
განცხადება
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას” ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 09 მარტის №62 განკარგულებით დაიწყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).
პირებს, რომლებსაც შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ მიმართ გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა, მათ შორის სესხის დაფარვის მიზნით ზედმეტად/შეცდომით ჩარიცხული თანხის დაბრუნების მოთხოვნა, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს ლიკვიდატორს – გიორგი ნაროუშვილს (მისამართი: ქ. თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქ. №5ა (ბიზნეს ცენტრი დოლიძეზე, მე-5 სართული), საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, ელ. ფოსტა: naroushvili.liq@gmail.com) და წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი“?
- დიახ, განცხადება „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი“?
- „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი“ მიღებულია 26.04.2021. მიმღები ორგანო — შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ ლიკვიდატორი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (ს/კ 412695891) ლიკვიდატორი“, №0, 26.04.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5157337/