|
|
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
|
|
2019 წლის 28 მარტი
ქ. ნინოწმინდა
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე..
| საკრებულოს თავმჯდომარე | | სუმბატ კიურეღიანი |
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –
3-ჯერ.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
|
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
|
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება
|
ქონების გადასახადის განაკვეთი
( ლარი/ჰა )
|
|
სახნავები და საკარმიდამო
|
სათიბები
|
საძოვრები
|
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
|
76
|
20
|
16
|
|
|
მუხლი 5
ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი შესაბამისი ოდენობა.
მუხლი 6
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 7
|
№
|
ზონების დასახელება
|
ტერიტორიული
კოეფიციენტი
|
საბაზისო
განაკვეთი
1მ2–ზე
(ლარებში)
|
წლიური
გადასახადის განაკვეთი
1მ2–ზე
(3 x 4)
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
|
|
ქალაქის მიწებისთვის
|
0,55
|
0,24
|
0,132
|
|
2
|
დანარჩენი დასახლებებისათვის (სოფლებისთვის)
|
0,35
|
0,24
|
0,084
|
|
მუხლი 8
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის
205-ე და
206-ე მუხლებით.
მუხლი 9
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს;
3. ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).