პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-29/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470000000.22.035.016598
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და ზოგიერთი დანამატის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-29/ნ
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 132-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების 820 პუნქტის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
1.
თვითშეფასების ანგარიშის ფორმა I დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის (დანართი 1).
2.
თვითშეფასების ანგარიშის ფორმა II დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის (დანართი 2).
3.
თვითშეფასების ანგარიშის ფორმა III დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის (დანართი 3).
მუხლი 2🔗
პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმასთან ერთად წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში პერინატალური რეგიონალიზაციის „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 3🔗
1.
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებით (№1/№2/№3) განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი), ასევე ქაღალდის მატარებელზე, რომლის ყოველი გვერდი დამოწმებულია დაწესებულების ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
2.
დანართებით (№1/№2/№3) განსაზღვრული ფორმების შევსებისას გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი Sylfaen, სიმბოლოების ზომა –
10.
3.
პერინატალური სერვისის II/III მოვლის დონის მიმწოდებელმა დაწესებულებებმა, რომლებიც ერთდროულად ახორციელებენ სამეანო მოვლის II და ნეონატალური მოვლის III დონის სერვისებს, უნდა შეავსონ ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული ფორმა, ასევე, №3 დანართით განსაზღვრული ის დამატებითი ველები, რომლებიც უკავშირდება მათ მიერ ნეონატალური III მოვლის დონის სერვისის მიწოდებას. ამავდროულად, მათ №2 და №3 დანართებით განსაზღვრული ცხრილების პირველ პუნქტში (დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია) პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭების თარიღთან ერთად უნდა დააფიქსირონ ინფორმაცია სამეანო II და ნეონატალური III მოვლის დონის მინიჭების თაობაზე.
მუხლი 4🔗
ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.
მუხლი 5🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო