აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2019 წლის 1 აპრილი აბაშა |
|
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ბუნებრივი რესურსების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. №1.
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
2. საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
3. საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
4. სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება.
5. მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისთვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება დაინტერესებული უწყებისათვის /პირებისათვის.
6. მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლა და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა.
7. სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვება.
8. ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის და ტყის რესურსების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების რაციონალური მართვა, კანონით დადგენილი წესით.
9. მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობა, ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების კოორდინაცია.
10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამელიორაციო სამუშაოების კოორდინაცია.
11. საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
სამსახური შედგება ორი განყოფილებისაგან:
ა) სოფლის მეურნეობის განყოფილება;
ბ) მიწისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება.
2. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას;
ბ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას;
გ) საინვესტიციო პროექტების განხორცილების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;
დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდებას;
ე) მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისთვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის /პირებისათვის.
2. მიწისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;
ბ) ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლისა და ტყის რესურსების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვას, კანონით დადგენილი წესით;
გ) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობას, ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, გარემოსდაცვითი ღონისძიებების კოორდინაციას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამელიორაციო სამუშაოების კოორდინაციას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენითი სამუშაოების კოორდინაციას;
ვ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.